ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამატებითი სამხედრო ძალები ავღანეთში


ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთის ტერიტორიაზე დამატებით 17,000 ჯარისკაცს აგზავნის. პრეზიდენტი ბარაკ ობამას განცხადებით, ჯარისკაცების რაოდენობის ზრდა ავღანეთში შექმნილმა გაუარესებულმა მდგომარეობამ განაპირობა.

პრეზიდენტის თქმით , ავღანეთში თალიბ მეამბოხეთა წინააღმდეგობამ იმატა, მათ ზურგს ალ-ყაიდა უმაგრებს . პაკისტანის საზღვარზე მიმდინარე ეს პროცესი კი ამერიკის შეერთებული შტატებს უქმნის საფრთხეს.

"ჩვენი მიზანია დავიცვათ ავღანელი ხალხის უსაფრთხოება და ქვეყანას სტაბილურობა შევუნარჩუნოთ"- განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

დამატებითი ჯარების ავღანეთში გაგზავნა გაზაფხულიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე გასტანს. ჯარების ჩასვლის შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საზღვაო და სამხედრო ჯარისკაცთა რაოდენობა 55 ათასამდე გაიზრდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის წარმომადგენლმა განაცხადა,რომ ავღანეთში დამატებითი ჯარების გადასხმა ამერიკის ავღანელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ვალდებულებას გამოხატავს.

„დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა ავღანეთში მარტო ჩვენს მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლას კი არ გააძლიერებს,არამედ საშუალებას მოგვცემს, ვუხელმძღვანელოთ და გავწრვთნათ ავღანეთის ეროვნული არმია. ასეთი წინსვლა მათ მთავარი მიზნის - ქვეყნის უსფრთხოების დაცვასა და კონტროლში დაეხმარება"

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო ინტერვუში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სამხდრო ქმედებები მშვიდობისა და სტაბილიზაციის დასამყარებლად ერთადერთი საშულება არ იქნება.

„ჩვენ ამისათვის დიპლომატიასაც გამოვიყენებთ და განვითარების ყველა ხერხს ვიხმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ .

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში საკუთარი პოლიტიკას გადახედვას გეგმავს. პრეზიდენტი ობამას აზრით: „ავღანეთი აუცილებლად გაიმარჯვებს. ღრმად მწამს,რომ ეს ქვეყანა შეეძლებს დაამტკიცოს,რომ მისი მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი საფრთხე არ ელის"

XS
SM
MD
LG