ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლ აზნავური თანახმაა შვეიცარიაში სომხეთის  ელჩი  გახდეს


ფრანგი კომპოზიტორი და მომღერალი შარლ აზნავური თანახმაა იმაზე,რომ შვეიცარიაში სომხეთის ელჩი გახდეს . მომღერალმა ამის შესახებ ხუთშაბათს სომხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით,იგი ამ შემოთავაზებას აღტაცებითა და სიხარულით შეხვდა. ეროვნებით სომეხი, 84 წლის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური პარიზში დაიბადა.მან წარმატებული საშემსრულებლო კარიერით მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი.გასული წლის დეკემბერში აზნავურმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.

XS
SM
MD
LG