ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიკ ჩეინი შიშობს რომ ობამას ადმინისტრაციის    პოლიტიკით შესაძლოა ტერიორისტების საქმიანობას გზა გაეხსნას


ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკჩეინი აცხადებს,რომ არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა,რომ ტერორისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ დაგეგმონ გამანადგურებელი ტერორისტული აქტი. ჩეინი შიშობს,რომ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკით შესაძლოა ტერიორისტების საქმიანობას გზაგაეხსნას და მათი ბოროტი ზრახვები რეალურად განხორციელდეს.

ოთხშაბათს ინტერნეტის გაზეთ „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში დიკ ჩეინი აპროტესტებს პრეზიდენტი ობამას მიერ გუანტანამოს ციხის დახურვის გადაწყვეტილებას. მისი აზრით ის 200 დაკავებული,ვინც გუანტანამოს ციხეში ზის დღემდე სერიოზულ საფრთხეს წამრმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.მისი განცხადებით,ქვეყანაში11 სექტემბრის ტიპის ტერორისტული აქტი ახლა უკვე ბირთვული და ბიოლოგიური ტიპის იარაღის საშუალებით შეიძლება განმეორდეს .

XS
SM
MD
LG