შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის საზღვართან განხორციელებული სროლის შედეგად ქართველი პოლიციელი მოკლეს. მკვლელობას ადგილი ჰქონდა ქარელის რაიონში. სავარაუდოდ პოლიციელი სნაიპერის მიერ იქნა მოკლული. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აგვისტოს ომის შემდეგ გარდა ამ ინციდენტისა კიდევ ათი ქართველი პოლიციელი დაიღუპა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.