პრეზიდენტი
ბუში ერაყსა და ავღანეთს ესტუმრა. დღეს ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ
კარზაისთან შეხვედრისას ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს
ავღანეთის უშიშროებაზე ზრუნვას. მან განაცხადა, რომ თალიბებთან ბრძოლის საქმეში
ავღანეთს შეუძლია დაეყრდნოს ამერიკას. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე
არჩეულმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის
გაფართოების პირობა დადო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა
ბატონ ბუშს, ავღანეთის აღდგენისთვის და ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის
საქმეში გაღებული ღვაწლისთვის ღაზი ამირ ამანულა ხანის სახელობის ჯილდო გადასცა.
ბატონი ბუში ავღანეთსა და ერაყში დისლიცირებულ ამერიკელ ჯარისკაცებს
გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. გუშინ ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრთან ნური
ალ მალიკისთან ერთად მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, ბაღდადის
ტელეარხის ჟურნალისტმა მუნთაზერ ალ-ზადიმ ბატონ ბუშს საკუთარი ფეხსაცმელები
ესროლა, ყვირილით “ასე გემშვიდობები, შე ძაღლო”. ჟურნალისტი დააკავეს. სადამ
ჰუსეინის ყოფილმა ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი ჟურნალისტის სასამართლოში დაცვას
საკუთარ თავზე იღებს. დღეს ბაღდადის სადრის უბანში ალ-ზადრის გათავისუფლების
მოთხოვნით დემონსტრაცია მოეწყო.