პაკისტანის
პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა,
რომ ინდოეთთან მიმართებაში სამშვიდობო პროცესის გაღრმავება ძალზე მნიშვნელოვანია
და რომ ამ პროცესს ინდოეთში ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა ტერაქტმა, რომელსაც ას
სამოცდაათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხელი არ უნდა შეუშალოს.
დღეს გაზეთ ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებული სტატიის ფურცლებიდან ზარდარი აღნიშნავს, რომ პაკისტანმა ამ ტერაქტის მოწყობაში დამნაშავეების საძიებლად და მართლმსაჯულებისთვის გადასაცემად, ყველაფერი უნდა იღონოს. პაკისტანის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს იმას, რომ გუშინ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯგუფის ლიდერი ზაკი ურ რეჰმან ლაკვი დააკავეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ ყურეშიმ კი განაცხადა, რომ ისლამაბადი დაკავებულის ინდოეთისთვის გადაცემას არ აპირებს და რომ მას პაკისტანში გაასამართლებენ.