ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოუწოდებს პაკისტანს სრულად ჩაერთოს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერორისტული აქტების გამოძიების საქმეში. დღეს რაისმა ინდოეთში ჩასვლამდე ორი დღით ადრე , ლონდონში გაფრენის წინ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ იგი თავს იკავებს წინასწარი დასკვნების გაკეთებისაგან .მისი აზრით, პაკისტანი უნდა ჩაერთოს ტერორისტული აქტის გამოძიების პროცესში და აღიაროს ყველა ის დამამტკიცებელი საბუთი,რასაც გამომძიებლები წარმოადგენენ. ინდოეთი ბრალს დებს პაკისტანს ტერორისტულ აქტებთან კავშირში, თუმცა ისლამაბადი ამას ცილისწამებად მიიჩნევს. კვირას თეთრი სახლის პრესსპიკერმა დონა პერინომ განაცხადა,რომ კონდოლიზა რაისის ვიზიტი დელიში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინდოელი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და თანადგომის ნიშანია. კონდოლიზა რაისი ინდოეთში , ლონდონში ნატოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრება.