ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი.

ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი, ხოლო დაიჭრა ოცდახუთი ადამიანი. ამ ინფორმაციით, ორი ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები ბაღდადის ხალხმრავალ პალესტინის ქუჩაზე განახორციელეს. ქალაქ მოსულში კი იმამის ხიდი ხელახლა გახსნეს. სუნიტურ და შიიტურ უბნებს შორის გადებული ხიდი მას შემდეგ იყო დახურეს, რაც სამი წლის წინ იქ მომხდარ ჭყლეტაში ათსამდე შიიტი მომლოცველი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG