პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით 15 ადამიანი დაიღუპა ისლამისტებსა მთავრობის მომხრეებს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში.
მატას რაიონში მომხდარ ამ შეტაკებას 10 ისლამისტის და 5 მთავრობის მხარდამჭერის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლა მას შემდე დაიწყო რაც ისლამისტებმა მძევლად აიყვანეს 60 ადამიანი.
პაკისტანის პოლიციის განცხადებით ბანუს რაიონში პაკისტანში თალიბთა ლიდერის ბაითულა მესუდის ძმა მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ამ მკვლელობის მიზეზი, რადგან ეს პიროვნება არ იყო მეამბოხეებთან კავშირში შემჩნეული.