თურქი სამხედროების განცხადებით ერაყის ჩრდილოეთ რაიონში თურქეთის ავიაციის დარტყმების შედეგად 25 ქურთი მეამბოხე დაიღუპა. დაზვერვის მონაცემებით მეამბოხეები ერაყის ქანდილის მტებში 17 ოქტომბერს განხორციელებული რეიდის დროს დაიღუპნენ.
ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა წინააღმდეგ თურქეთის სამხედროებმა გაახშირეს ოპერაციები როგორც თურქეთის ისე ერაყის ტერიტორიაზე, სადაც მოთარეშეებს სამხედრო ბაზები გააჩნიათ.
თურქეთი თითქმის ყოველდღე ბომბავს ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებს, მას შემდეგ რაც ამ თვის დასაწყისში მეამბოხეებმა 17 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.