ერაყის საპრეზიდენტო საბჭომ დაამტკიცა კანონი ერაყის პროვინციებში არჩევნების ჩატარების შესახებ.
ამის ფონზე კი
აშშ-ს სამხედროების განცხადებით ერაყში ტერორისტული ორგანიზაციის ალყაიდას 18
ეჭვმიტანილი დააკავეს.
ერაყში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის ოფიციალური
განცხადების თანახმად , კოალიციურმა
ძალებმა პატიმრობაში აიყვანეს
ეჭვმიტანილი, რომელიც მათი თქმით ალყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის ადგილობრივი
მეთაურია. კიდევ 2 ტერორისტი დააპატიმრეს სამხედრო ოპერაციის დროს ბეიჯიში.
კოალიციურმა ძალებმა დააკავა ირანიდან იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 5
ადამიანი. ოპერაციის სამიზნე გახდა ბაღდადის რუსაფას უბანში მოქმედი დამნაშავეთა
ჯგუფის ლიდერი.