ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კოალიციური ჯარების განცხადებით ერაყის  სამხრეთით ჩამოვარდა მათი ვერტმფრენი


აშშ-ს კოალიციური ჯარების განცხადებით ერაყის სამხრეთით ჩამოვარდა მათი ვერტმფრენი, რის შედეგადაც დაიღუპა 7 ამერიკელი ჯარისკაცი. მათივე განცხადებით ვერტმფრენმა დაშვებისას სირთულეები განიცადა და ქალაქ ბასრას დასავლეთით ჩამოვარდა. ინციდენტი გამოძიებაშია. გუშინ არასამხედრო ოპერაციისას, ერაყში კიდევ 2 ჯარისკაცი დაიღუპა.ოთხშაბათს ასევე სხვა აფეთქებების შედეგად ბაღდადში 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით ქალაქის დასვლეთით 2 დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც 8 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ერაყის პრემიერ მინიასტრმა ნორი ალ მალიკმა განაცხადა, რომ სირთულეებია კვლავაც მოლაპარაკებებში ამერიკის მხარესთან გრძელვადიანი უშიშროების საკითხებში. განხილვის საგანია აგრეთვე დარჩებათ თუ არა აშშ-ს ჯარს იმუნიტეტი ერაყის კანონმდებლობით.


XS
SM
MD
LG