ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგვიანებით იგი თბილისს მიფრინავს რათა ამით გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი


აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისი საფრანგეთში იმყოფება. მოგვიანებით იგი თბილისს მიფრინავს რათა ამით გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი. ქალბატონბი რაისი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლაქ სარკოზი საფრანგეთის სამხრეთში სარკოზის ვილაზე მიმოიხილავენ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. შეგახსენებთ რომ სწორედ ბატონი სარკოზი იყო საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ინიციატორი.

ქალბატონი რაისი საქართველოს ხვალ ჩადის. გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთს მოუწოდა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. დღეს პრეზიდენტი ბუშს ბრიფინგს ჩაუტარებენ. საქართველოში მდგომარეობის შესახებ. ქალბატონმა რაისმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში ჩააგდებს რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრივ. თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯიბ ტაიპ ერდოგანი თბილისს ჩაფრინდა, რათა სააკაშვილს შეხვდეს.

XS
SM
MD
LG