ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში, სადაც ევროპის სახალხო პარტიის ფორუმი იმართება, შეხვდა გუშინ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას, დღეს ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სხეფერს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნატოს გენერალური მდივანი სექტემბერში ბათუმს ეწვევა. ასევე, სექტემბერში ბათუმში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება იგეგმება, საგანგებოდ ამ დღისთვის ბათუმში ნატოს წევრი-ქვეყნების 26-ვე ელჩი ჩამოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა და სხეფერმა შეხვედრაზე საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონა გახდა მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილსა და ხავიერ სოლანას გუშინდელ მოლაპარაკებებზე. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის ბოლო მშვიდობიანი ინიციატივები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.

თბილისი აყენებს დასავლეთის წინაშე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლების საკითხს. ექსპერტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, სამშვიდობო მანდატის შეცვლის საკითხი იყო ძირითადი საქართველოს დელეგაციის მხრიდან...

რუსეთი ემზადება ღია აგრესიისთვის! ინტერვენციისთვის!

რუსეთი გადადის საომარ მოქმედებებზე!

რუსეთის პროვოკაციული ქმედებები! - ასეთი შეფასებები კეთდება თბილისში დღეს, დაკავშირებით რუსეთის ქმედებებთან აფხაზეთის ტერიტორიაზე. კითხვაზე, ხომ არ არის დაკავშირებული რუსეთის გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე დასავლეთის ღია მხარდაჭერასთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ირ.მჭედლიშვილი ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა შეძლოს დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს იგნორირება დასავლეთის ზეწოლის.


XS
SM
MD
LG