ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ.ბუში ლონდონშია


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედსა და პრემიერ მინისტრ გორდონ ბრაუნს შეხვდება.

პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე ლორა უინძორის ციხესიმაგრეს დაათვალიერებენ დედოფალ ელისაბედდთან ერთად. გორდონ ბრაუნთან კი შემდეგ ოფიციალური სადილი იგეგმება.

ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკლებები ხვალ გაგრძელდება.

განსახილველ საკითხებს შორისაა მიმდინარე ომი ერაყში და სიტუაცია ირანში. “ლანდან ობზერვერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ბუშმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომელიც კონკრეტული განრიგის შემუშავებას აპირებს ერაყიდან ბრიტანული სამხედრო ძალების გაყვანის გამო.

ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას.

XS
SM
MD
LG