ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სურსათის საკითხისადმი მიძღვნილი სამიტი


გაეროს სურსათის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტზე, სურსათის მსოფლიო კრიზისის საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს რომში, სამიტის გახსნის დროს მსოფლიოს ლიდერებს, მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში, სურსათის წარმოების ორმოცდაათი პროცენტით გაზრდისკენ მოუწოდა.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა უნდა გააკონტროლონ ხალხისთვის საკვების მიწოდების პროცესი და გლეხები დასათესად ვარგისი თესლით უზრუნველყონ. ბატონმა ბანმა აგრეთვე დასძინა, რომ აუცილებელია იმ საგადასახადო პოლიტიკის გაუქმებაც, რომელიც ხელს უშლის ვაჭრობას. რომის პაპმა ბენედიქტე XVI სამიტზე დამსწრე დელეგატებს უთხრა, რომ შიმშილი მიუღებელია იმ სამყაროში სადაც რესურსებისა და ცოდნის მოზიდვის წყალობით ამ პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG