თბილისში ათასობით ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის არმნიშვნელი საზეიმო სამხედრო აღლუმის შემდეგ გაიმართა. 21 მარტს ცატარებული არჩევნების ბიულეტენების გადათვლამ გამოავლინა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ დააგროვა ხმების უმრავლესობა და პარლამენტის ას ორმოცდაათი ადგილიდან ას ოცის შევსების უფლება მოიპოვა.
ეუთოს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არჩევნების მიმდინარეობის დროს დარღვევების რიგი დაფიქსირდა. ამ დროს კი გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ აფხაზეთში 20 აპრილს ქართული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაში რუსეთია დამნაშავე. თუმცა გაერომ აგრეთვე თბილისიც გააკრიტიკა აფხაზეთში საფრენი აპარატის გაშვების გამო. მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებისა, რუსეთი კი ისევ უარყოფს მისი სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული უპილოტო აპარატის ჩამოგდებას.