საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის გზაზე გამოხატულ საპროტესტო აქციები ოლიმპიადის ჩინეთში ჩატარების ირგვლივ არსებულ კრიზისზე მიუთითებს. დღეს პეკინში სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ჟაკ როგმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის გზაზე მოწყობილი ანტიჩინური საპროტესტო აქციები ოლიმპიადის ჩინრთში ჩატარების ირგვლივ არსებულ კრიზისზე მიუთითებს. მაგრამ იმედი გამოთვა, რომ ეს დაპირისპირება მიწყნარდება. ბატონმა როგმა აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრები დაანაღვლიანა, ჩირაღდნის გზაზე, ლონდონის, პარიზის და სან ფრანცისკოს ქუჩებში მოწყობილმა დემონსტრაციებმა. მან დაამატა, რომ წარსულში ოლიმპიურმა კომიტეტმა ამზე უფრო დიდ დარტყმებსაც გაუძლო 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელელი სპორტსმენების დახოცვის და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტის დროს. ჟაკ როგმა ჩინეთს მოუწოდა ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში შეასრულეოს ადამიანის უფლებების დაცვის ადრე მიცემული პირობა. ამ კომენტარს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვახედ უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პეკინის ოლიმპიადას პოლიტიკისგან გამიჯნავდა. სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე დისკუსიის გამართვას.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჩინეთში ოლომპიური თამაშების ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს
პოპულარული
1