ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

”მერი ქეი კოსმეტიკსი”


მერი ქეითლინ ვაგნერი 1918 წელს ტეხასის შტატში დაიბადა. ბავშობის წლები მან ავადმყოფი მამის მოვლაში გაატარა. 17 წლის ასაკში გათხოვდა, და სამი შვილი ეყოლა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მერი ქეის ოჯახი დაენგრა და იძულებული შეიქნა ოჯახის სარჩენად მუშაობა დაეწყო. თავდაპირველად მან წიგნების გაყიდვას მიჰყო ხელი, შემდეგ კარდაკარ დადიოდა და სარეცხ საშუალებებსა და ჰიგიენური დანიშნულების საგნებს ყიდდა. ერთერთი ასეთი ვიზიტისას სახლის დიასახლისმა მისუს ჰეთ სპუნმორიმ მერი ქეის მისი მამის მიერ სახლში დამზადებული კანის კრემი გაასინჯა. მერი ქეი აღფრთოვანებული დარჩა კრემით და სამსახურით უკმაყოფილომ სამსახურს თავი გაანება, ბატონი ჰეთის მიერ დამზადებული კრემის გაყიდვის უფლება მოიპოვა, და კომპანია დაარსა. მერი ქეის კომპანიის, რომელიც 1963 წელს თავდაპირველად ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში დაარსდა, ფინანსურ საკითხებს მერი ქეის ოცი წლის შვილი რიჩარდი ჩაუდგა სათავეში. კომპანია კანის კრემის სახლებსა და ოფისებში გაყიდვას ისახავა მიზნად. თავდაპირველად აიყვანეს კომპანიის 9 გამყიდველ-წარმომადგენელი. ისინი ყიდულობდნენ პროდუქტს და უფრო ძვირად ყიდდნენ მეგობრებში, ოჯახის წევრებში და ასე შემდეგ.

მერი ქეი მის კომპანიაზე მომუშავე ქალებს ურჩევდა რომ თუ ცხოვრებაში წარმატებას გინდა მიაღწიო პირველ რიგში ღმერთი დააყენე, შემდეგ შენი ოჯახი, და სულ ბოლოს შენი სამსახურიო, ქალმა ჯერ მეუღლეობა და დედობა უნდა გასწიოს და მხოლოდ შემდეგ იზრუნოს ბიზნესის წარმატებაზეო, ამბობდა მერი ქეი. 1965 წელს კომპანია წელიწადში მილიონი დოლარის საქონელს ყიდდა. კომპანიის ასეთი წარმატების მიზეზად მერი ქეიმ მისი ბიზნესში წარმატების მიღწევის მწველი სურვილი დაასახელა.

წლების განმავლობაში კომპანია გაიზარდა, გაფართოვდა და განვითრდა და დღეს კომპანია მერი ქეი ქოსმეტიქსი სახის, ტანის კრემებს, კოსმიტიკასა და სხვადასხვა მოვლის საშუალებებს ყიდის. წელიწადში იგი უკვე 2 მილიარდი დოლარის საქონელს ვაჭრობს, და 30 ქვეყანაში მილიონი გამყიდველ-წარმომადგენელი ჰყავს. მერი ქეი თვლიდა რომ შრომისმოყვარე წარმომადგენლის წახალისება პროდუქტის გაყიდვას შეუწყობდა ხელს.

სწორედ ამიტომ 1965 წლიდან მოყოლებული დალასში კომპანიის წარმომადგენლობისთვის ყოველ წელს იმართება მერი ქეი ქოსმეტიქსის ყოველწლიური კონფერენცია . პირველი კონფერენცია უბრალოდ დიდ ოთახში ჩატარდა, სადაც მერი ქეი ქაღალდის თეფშებზე კომპანიის 200 წარმომაგენელს პიცით გაუმასპინძლდა. დღეს კონფერენციას 35 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. კონფერენცია რომელიც სამი დღე გრძელდება ჯილდოების გადაცემის ცერემონიალით სრულდება. დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადაეცემა იმ წარმომადგენელებს რომლებსაც პროდუქტის რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. გამარჯვებულები ღებულობენ ძვირფას სამაკულებს, ძვირფას ბეწვეულს და ვარდისფერ კადილაკს. გერმანიაში ამავე კომპანიის გამარჯვებული წარმომაგენელი ვარდისფერი მერსედესით ჯილდოვდება. ვარდისფერი მერი ქეის ძალიან უყვარდა, შესაბამისად მისი პროდუქტის ვარდისფერ ჭურჭელში იყიდება, აქედან გამომდინარე უმაღლესი ჯილდოც, ავტომობილიც ვარდისფერი რიგდება.

მერი ქეის მესამე ქმარი მელ ეში 1980 წელს კიბოთი გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა მერი ქეიმ კიბოს კვლევითი ცენტრების დაფინანსება დაიწყო, მოგვიანებით დაარსა მერი ქეი-ეშის საქველმოქმედო ფონდი რომელიც ქალებში კიბოს განვითარების გამოკვლევებს აფინანსებდა. , 2001 წელს ფონდმა გააფართოვა მისი მოღვაწეობა და ქალების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემცირების საქმეში ჩაება. მერი ქეი 1985 წელს ამერიკაში 25-თ ყველზე გავლენიან ქალთა რიცხვში მოხვდა. 1996 წელს ეროვნული ბიზნესის დამსახურებულ წევრად დაასახალეს.

მერი ქეი 1996 წლამდე ბიზნესს არ ჩამოსცილებია. ამავე წელს მას ინფარქტმა დაარტყა და იგი იძულებული შეიქნა კომპანიის ლიდერობაზე უარი ეთვა. იგი 2001 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ბიზნეს ექპერტები თვლიან რომ იგი უნიკალური პიროვნება იყო, მერი ქეი იყო პირველი ამერიკელი ქალი რომელმაც ქალებს ოჯახზე ზრუნვას ბიზნესში წარმატება შეუთავსა.

XS
SM
MD
LG