ავღანეთში მოქმედი შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში მყოფი კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთის ჰელმანდის პროვინციაში რამდენიმე მოთარეშეა განადგურებული. ამ ინფორმაციის თანახმად, კოალიციის მებრძოლები თალიბთა ლიდერებს დაეძებდნენ, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
შეტაკებაში რამდენიმე მოთარეშე დაიღუპა. კოალიციის ჯარისკაცებმა ოთხი მოთარეშე დაატყვევეს. ჰელმანდის პროვინციაში ხშირია შეტაკებები კოალიციის ძალებსა და მოთარეშეებს შორის. ჰელმანდი აგრეთვე მსოფლიოს ლიდერობს ოპიუმის წარმოებაში. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი წამოიწყეს.