საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ბრიუსელს სტუმრობს, განაცხადა, რომ თუკი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ გადაეცემა ბუქარესტში დაგეგმილ სამიტზე, ამით ალიანსი ნატო რისკში იგდებს თავს იმით, რომ რეგიონალური კონფლიქტების გაღრმავებას შეიძლება შეექმნეს საფრთხე.
ბაქრაძის განცხადებით, ნატოს თავშეკავება--საქართველოს სამოქმედო გეგმა გადასცეს--რუსეთს წაახალისებს სეპარატისტულ მოძრაობების მხარდასაჭერად.
რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მიმდინარე თვის დასაწყისში ფრანგმა, გერმანელმა, იტალიელმა, ნორვეგიელმა და პორტუგალიელმა დიპლომატებმა ასევე გამოთქვეს თავიანთი ოპოზიცია ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობისა, უკრაინა და საქართველო აქტიურად ცდილობენ სამოქმედო გეგმის მოპოვებას, რაც მომავალში ორი ქვეყნის გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.