ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ოპოზიციამ პრემიერ მინისტრის კანდიდატი დაასახელა


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნის ახალ პარლამენტს, მიუხედავად მისი პოლიტიკური მოკავშირეების დამარცხებისა თებერვლის საკანონმდებლო არჩევნებში. ისამაბადში სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მუშარაფმა აღნიშნა, რომ პაკისტანში ნამდვილი დემოკრატიის ახალი ეპოქა დაიწყო. მან დაიცვა მისი 9 წლიანი მმართველობა, როგორც დემოკრატიისა და განვითარებისკენ სვლა. მუშარაფმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პარლამენტი პოლიტიკური სტაბილობის შენარჩუნებას, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის აღკვეთას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, პაკისტანის ოპოზიციურმა პარტიამ--რომელსაც გარდაცვალებამდე ბენაზირ ბჰუტო ედგა სათავეში--პრემიერ მინისტრის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი სპიკერი იუსუფ რაზა გილანი დაასახელა.
XS
SM
MD
LG