ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრობლემა ურთიერთანამშრომლობის გზით უნდა მოგვარდეს


გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაპირისპირება დიალოგისა და ურთიერთანამშრომლობის გზით უნდა მოგვარდეს.

ბატონი ანანი აცხადებს, რომ თეირანმა საერთაშორისო საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს ის, რომ ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და რომ ეს ძალისხმევა არ ემხასურება ბირთვული იარაღის შექმნას. ბატონი ანანი აქვე დასძენს, რომ ამისთვის ირანმა გაეროს ინსპექტორები უნდა დაუშვას ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

მიუხედავად ამისა, თუ მოლაპარაკებები და დიალოვი ირანთან არ მოიტანს შედეგებს, ბატონი ანანი მხარეებს სამხედრო ზომის გამოყენებას არ ურჩევს თეირანის წინააღმდეგ.

გუშინ, ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბატონმა ანანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სამხედრო მოქმედება კატასტროფის ტოლფასი იქნება.

XS
SM
MD
LG