აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ხვდებიან.
მოსკოვში გაფრენამდე გეიტსმა განაცხადა რომ რუსეთმა განსაზღვრულ ძალისხმევას უნდა მიმართოს რათა აშშ-თან იქნას მიღწეული შეთანხმება რაკეტსაწინაღო სისტემის ირგვლივ რომელიც ევროპაში იქნება განლაგებული. მისივე თქმით ოფიციალური ვაშინგტონი არეერთხელ წავიდა კომპრომისზე იმ მიზნით რათა დაენახვებინა კრემლისათვის რომ ამ გეგმის სამიზნე რუსეთის სულაც არ არის.
დღეს მის ოფიციალურ შეხვედრებში გეიტს კონდოლიზა რაისი შეურთდება. პუტინის გარდა ისინი შეხვდებიან რუსეთის პრეზიდენტად არჩეულ დიმიტრი მედვედევს და რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.