ჩინელი გუბერნატორის განცხადების თანახმად თუ ლჰასაში არეულობის მოთავეები ადგილობრივი დროით ღამის 12 -საათამდე არ ჩაბარდებიან ხელისუფლებას მათ მკაცრი სასჯელი ელით. დღეს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ტიბეტის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ძალოვან სტუქტურებს საპროტესტო აქციაში მონაწილეთა მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ.
მისივე თქმით მათ ვინც მთავრობას ჩაბარდება და ინფორმაციას მისცემს ძალოვან სტრუქტურებს არეულობაში მონაწილეთა ვინაობის შესახებ შეწყალების შე4საძლებლობა მიეცემთა. როგორც მან აღნიშნა საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა 13 უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე მოჰკლეს.
ტიბეტის განძევებაში მყოფი მთავრობის მონაცემებით არეულობაში სულ მცირე 80 ტიბეტელი დაიღუპა. ადამიანის უფლებების ქომაგთა ჯგუფების განცხადების თანახმად ჩინეთის უშიშროების ძალები ამჯამად ლჰასაში ჩხრეკას აწარმოებენ და ადგილზე აპატიმრებენ მათ ვინც დემონატრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.