ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადთან მასობრივი ჩამარხვის საფლავი აღმოაჩინეს


ერაყის უშიშროების ძალებმა მასობრივი ჩამარხვის ადგილას ბაღდადის ჩრდილოეთით 100 მეტი გაზრწნილი გვამი აღმოაჩინეს. ამერიკელი და ერაყელი სამხედროების განცხადებით, ჯერჯერობიტ არაფერია ცნობილი პასუხისმგებელი პირების, გარდაცვლილების ან მათი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამ ფონზე, ერაყელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დღეს ბაღდადში შეიკრიბებიან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ვარაუდობს ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმოებას ერაყის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებები სტრატეგიულ ჩარჩოებზე იქნება აქცენტირებული, რაც ერაყში ამერიკული ძალების ხანგრძლივი დისლოცირებისთვის იურიდიულ საფუძველს მოამზადებს.
XS
SM
MD
LG