შეერთებულ შტატებში პირველადი საპრეზიდენტო არჩევნების გუშინ ჩატარებულ მნიშვნელოვან ტურში, გამარჯვება ჰილარი კლინტონმა მოიპოვა. ხოლო რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. კლინტონმა მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია ტეხასის, ოჰაიოსა და როდ აილენდის შტატებში.
აღსანიშნავია ის, რომ მანამდე ჩატარებულ თერთმეტ ტურში, მისმა მეტოქემ სენატორმა ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. წარმატების მიღწევა ობამამ მხოლოდ ვერმონტის შტატში შესძლო. ყოფილმა პირველმა ლედიმ ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უახლოეს ისტორიაში არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია თეთრი სახლის მანდატი ოჰაიოში გამარჯვების გარეშე. როგორც ბარაკ ობამამ ტეხასში საკუთარ მხარდამჭერებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ პირველად არჩევნებში საბოლოოდ წარმატებას მიაღწევს.
კლინტონის ამ ბოლო წარმატების მიუხედავად ჯერ-ჯერობით მის მხარეს მყოფი დელეგატების რაოდენობით ობამა ლიდერობს. მაკკეინმა ყველა შტატში გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ მისი კამპანია თითქმის ჩაიფუშა. დღეს მაკკეინი თეთრ სახლს სტუმრობს, სადაც პრეზიდენტი ბუში მისი კანდიდატურისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.