შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსამა განაცხადა, რომ იგი თურქეთის მთავრობას ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ორი კვირის განმავლობაში დასრულებისკენ მოუწოდებს. უკვე ერთი კვირაა, რაც თურქეთის სამხედრო შენაერთები ერაყის ტერიტორიაზე გამაგრებულ ქურთების მუშათა პარტიის მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ.
ინდოეთის დედაქალაქ დელიში მყოფი თავდაცვის მდივანი დღეს ანკარაში მიემგზავრება სადაც იგი თურქეთის ლიდერებისთვის ვაშინგტონის პოზიციის კიდევ ერთხელ შეხსენებას და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რაც შეიძლება ჩქარა შეწყვეტის მოთხოვნას აპირებს. თურქეთის მაღალი რანგის წარგზავნილი აჰმედ დავუტოღლუ ამ სამხედრო ოპერაციის ირგვლივ სასაუბროდ დღეს ბაღდადში ჩავიდა.
თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ გუშინ და დღეს მიმდინარე შეტაკებებში მათ სამოცდაცვიდმეტი ქურთი მეამბოხე გაანადგურეს. ამ ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სულ მოსპობილია ორას ოცდაათი მეამბოხე. ბრძოლებს აგრეთვე ოცდაოთხი თურკი ჯარისკაცის სიცოცხლეც შეეწირა. ქურთი მამბოხეები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი ძლიერ გაზრდილია, თუმცა ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება შესაძლებელი არ არის.