ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროსი კიწმარიშვილი რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ხდება


საქართველოს 3 ქვეყანაში : რუსეთში, ბულგარეთში და ჩინეთში ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეყოლება. სამივე ფიგურა საზპგადოებაში ცნობადი სახეები არიან. რუსეთში საქართველოს ელჩის მოვალეობას ეროსი კიწმარიშვილი შეასრულებს, ბულგარეთსი მიხეილ უკლება, ჩინეთში ზაზა ბეგაშვილი. მათი კანდიდატურები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს საგარეო საქამეთა მინისტრის მოადგილემ ნიკა ვაშაკიძემ წარუდგინა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა ბრეგაძე უძღვებოდა, რომელმაც „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარისას რუსეთის მნიშვნელობაზე ილაპარაკა საქართველოსთვის, ბოლო დროის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებულ ურთიერთობებზე და თქვა, რომ ე.კიწმარიშვილს მოსკოვში ბევრი საქმე ექნება გასაკეთებელი...

როგორც თავად მოისმინეთ, ბ.ბრეგაძემ ყურადღება რუსეთში საქართველოს ელჩზე გაამახვილა, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა აქტუალობას არ კარგავს.

ქვეყნის პრეზიდენტი მ.სააკაშვილი დღეს თბილისის საკრებულოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ვეტერანებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება არ მოხდება, რასაც სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლება ვარაუდობს.მ.სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლ.პუტინთან 22 თებერვალს მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა, რომელიც როკის გვირაბსა და ფსოუზე საბაჟო პუნქტების სავარაუდო ერთობლივ გაკონტროლებას ეხება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით შეხვედრაზე ვეტერანებთან, მიუხედავად საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებისა, ხელისუფლება შეიარაღებული ძალების მშენებლობას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG