ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონცერტი ნიუ იორკის ფილარმონიაში


ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრმა დღეს ჩრილოეთ კორეაში ისტორიული კონცერტი გამართა. კონცერტი ჩრდილოეთ კორეისა და შეერთებული შტატების ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრი კულტურის დარგის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც კი ოდესმე ჩასულა ჩრდილოეთ კორეაში. ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ირი კონცერტს არ დასწრებია.

კონცერტის ტრანსლაცია ჩრდილოეთ კორეისა და საერთაშორისო ტელე და რადიო არხების მეშვეობით მოხდა. კონცერტზე ჯორჯ გერშვინის “ამერიკელი პარიზში” შეასრულეს. ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალურმა დირექტორმა ლორინ მაზელმა აღნიშნა, რომ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც რომელიმე ამერიკელი კომპოზიტორი დაწერს მუსიკას სახელწოდებით “ამერიკელი ფხენიანში” დაწერს.

მაზელის თქმით, იგი მუსიკოსია და არა პოლიტიკოსი, მაგრამ თუ მუსიკამ მსმენელის მიზიდვა შესძლო შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფილარმონიამ შეასრულა მისია და ორი ქვეყნის ხალხის დაახლოვება შესძლო.

XS
SM
MD
LG