შეერთებულ შტატებში ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ამერიკელთა 44%-მა შეიცვალა თავისი თავდაპირველი სარწმუნოება, ან საერთოდ არა რელიგიური გახდა.
ამ გამოკვლევის მიხედვით ამერიკელთა 78% თავს ქრისტიანად მიიჩნევს, 2% იუდაიზმის მიმდევარია, 1%-ზე ნაკლები კი მუსულმანი.
გამოკითხულთა 16% საკუტარ თავს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში 35000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.