ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა რაკეტამ ხელოვნური თანამგზავრი გაანადგურა


დღეს შეერთებული შტატების კუთვნილი საზღვაო ხომალდიდან გატყორცნილმა რაკეტამ დედამიწის ზედაპირიდან ორასი კილომეტრით დაშორებული ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრი გაანადგურა. პენტაგონი აცხადებს, რომ ტოქსიკურ საწვავზე მომუშავე თანამგზავრი, რომელიც მალე დედამიწაზე უნდა ჩამოვარდნილიყო, საშიშროებას ქმნიდა. თანამგზავრი ორბიტაზე ერთი წლის წინ გაიყვანეს, მაგრამ მასთან კონტაქტი მალე გაწყდა. კონტროლიდან გამოსულმა თანამგზავრმა შენელებული ვარდნა დაიწყო. რუსეთმა და ჩინეთმა თანამგზავრის განადგურება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი კოსმოსში უშიშროებას საფრთხეს უქმნის. ჩინეთმა შეერთებულ შტატებს ინციდენტის ამომწურავი ანგარიში მოსთხოვა და დაამატა, რომ ამერიკისგან მომდინარე მუქარასთან გასამკლავებლად მზადყოფნაში იქნება. საყურადღებოა, რომ შარსან ჩინეთმა ტავად გაანადგურა საკუთარი თანამგზავრი. მაშინ ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა ჩინეთი ასევე გააკრიტიკეს. პენტაგონი აქარწყლებს იმ ეჭვს, რომ თანამგზავრის ჩამოგდება ახალი იარაღის გამოცდას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG