ათასობით სერბი ბელგრადში კოსოვოს დამოუკიდებლობის გასაპროტესტებლად აქციას მართავს. სერბეთის სამხედრო ვეტერანებმა ჩახერგეს კოსოვოს საზღვარი და ცეცხლმოკიდებული საბურავები და ქვები დაუშინეს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე გამაგრებულ პოლიციას, რომელსაც ჩეხი მშვიდობისმყოფელები უმაგრებენ ზურგს. სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და პრემიერ მინისტრი ვოისლავ კოსტუნიცა დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ბატონი ტადიჩი დღეს რუმინეთს ეწვია, შეგახსენებთ რომ რუმინეთი იმ ევროპული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ უჭერს მხარს.
პოპულარული
1