ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრება


დემოკრატი სენატორი ბარაკ ობამა ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე რიგით მეათე გამარჯვებას ზეიმობს. ვისკონსინის შტატში ჩატარებულ ადრეულ არცვენებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. ჰავაის შტატში ობამამ იოლად დაამარცხა მისი მოწინააღმდეგე ნოუ იორკის შტატის სენატორი დემოკრატი ჰილარი კლინტონი. მაგრამ მიუხედავად ბარაკ ობამას წინაასაარჩევნო კრებებზე წარმატებისა იგი დემოკრატ სენატორს ჰილარი კლინტონს უმნიშვნელო შედეგებით უსწრებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქქეინმა ასევე გაიმარჯვა ვისკონსინის შტატში ჩატარებულ ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე და ვაშინგტონის შტატში დაამარცხა რესპუბლიკელი მაიკ ჰაკაბი.

მაქქეინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ობამა არ არის ის კანდიდატი რომელიც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა ობამამ განაცხადა რომ მაქქეინი წარუმატებელი პოლიტიკის წარმომადგენელია.

XS
SM
MD
LG