ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო კრებაზე დემოკრატმა  ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა  ჯონ მაქქეინმა გაიმარჯვეს


გუშინ შეერთებული შტატების დედაქალაქში,მერილენდსა და ვირჯინიაში ჩატარებულ ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე დემოკრატმა სენატორმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქქეინმა გაიმარჯვეს.

ბარაკ ობამამ დაამარცხა სენატორი ჰილარი კლინტონი. ვისკონსინის შტატში, ქალაქ მადისონში გამოსვლისას სენატორი ობამა შეეხეო ისეთ თემებს როგორიცაა მომავლის შეცვლის იმედი, მან ასევე ხაზი გაუსვა მისი კანდიდატურისა და მეორე საპრეზიდენტო კანდიდატურის ჯონ მაქქეინის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს.

სენატორმა მაქქეინმა მიუხედავად არკანზასის გუბერნატორის მაიკ ჰაკაბის სერიოზული წინააღმდეგობისა გაიმარჯვა ვაშინგტონის რეგიონში ჩატარებულ ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე. მაქეინმა ობამას მხარდამჭერთა წინაშე წარმოთქმულ სიტყვას ბანალური უწოდა.

XS
SM
MD
LG