ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს განახლებული მინისტრთა კაბინეტი


გუშინ საღამოს პრემიერმა ლადო გურგენიძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა : გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს ბოტანიკოსი ზაზა გამცემლიძე დაიკავებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პოლიტოლოგი გია ნოდია ხდება, საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძე დასახელდა.. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კონფლიქტების დარეგულირების მინისტრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად იქნება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ამ დარგს ექსპერტი თემურ იაკობაშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ახალ კაბინეტში შემოდის კიდევ ერძთი ახალი - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც იულონ გაგოშიძე დაიკავებს.

პრემიერის, ლადო გურგენიძის განცხადებით, ახალი მთავრობა, რომელიც მისივე თქმით, არ არის დაკომპლექტებული პარტიული ნიშნით, საქართველოში სიღარიბის დაძლევაზე იქნება ორიენტირებული. დღეს მთავრობის ახალი წევრები პარლამენტს წარუდგინეს. მათი კანდიდატურების განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში და კომიტეტებში დაიწყო, პირველი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა. შემდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი დაამტკიცებს პლენარულ რიგგარეშე სახდომაზე. საკომიტეტო განხილვებში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ ღებულობს და ამბობს, რომ მ.სააკაშვილი უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციების არნახულ ტალღას მიიღებს. თავად საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ დღეებში სატრასბურგში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესწრება, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა : ეს არის ყველაზე ფუნდამენტალური განახლება, ახალი მთავრობა უნდა გახდეს ხალხის დასაქმების სააგენტო.. მ.სააკაშვილის თქმით, კადრები უნდა იყოს შენარჩუნებული და წახალისებული და რომ კადრების სამსახურებიდან მასობრივ დათხოვნას იგი აღარ დაუშვებს...

მაშ ასე, მ.სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა მინისტრებმა ახალი ამოცანები უნდა შეასრულონ. რას გააკეთებს განათლების ახალი მინისტრი, გია ნოდია ? ამ კითხვაზე გ.ნოდია პასუხობს, რომ პოლიტიკას, რომელიც განათლების სისტემაში ტარდებოდა, იგი არ შეცვლის... მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე, რომელიც საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა. კ.ბენდუქიძეა რამდენიმე კითხვით მივნართე, ვკითხე, რომ იგი უკვე ახალი ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაზეც მიპასუხა, რომ ეს ასე არ არის...

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენისას კიდევ ერთ ახალ წევრს, გარემოს დაცვის მინისტრს ზაზა გამცემლიძეს გავესაუბრე, რომლის თქმით მას აქვს ურთიერთობები ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღთან და ბევრ სიახლეს დანერგავს თავის დარგში.

XS
SM
MD
LG