ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი კენიის პრეზიდენტს მვაი კიბაკის შეხვდა


გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი კენიის პრეზიდენტს მვაი კიბაკის დღეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული კრიზისი და ძალადობა. ანანი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერ რაილა ოდინგას.

ასევე, გუშინ უგანდის პრეზიდენტი იოვერი მუსევენი კენიის პრეზიდენტს შეხვდა. შუამავლები იმედოვნებენ, რომ კიბაკისა და ოდინგას პირისპირ შეხვედრას ექნება ადგილი და რომ მიღწეული იქნება შეთანხმება ძალადობის დასრულების მიზნით.

ოპოზიცია დღეს კვლავ საპროტესტო აქციით იმუქრებოდა, თუმცა კოფი ანანის თხოვნის საფუძველზე, გააუქმა დემონსტრაცია.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი” აცხადებს, რომ აქვს სამხილი, რომლის თანახმად ბატონი რაილას მომხრეებმა პრეზიდენტ კიბაკის მომხრე კიკუიუს ტომის წინააღმდეგ თავდასხმები მოაწყვეს კენიის დასავლეთში.

XS
SM
MD
LG