ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“მე ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ეს ქვეყანა ფეხზე დადგება და მისი არსებობის ნამდვილი მიზნის მსახურს დაიწყებს, იმისას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.”.


ხვალ შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობიდან ორმოცი წელი სრულდება.

“მე ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ეს ქვეყანა ფეხზე დადგება და მისი არსებობის ნამდვილი მიზნის მსახურს დაიწყებს, იმისას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.”. განაცხადა 1963 წლის 28 აგვისტოს მარტინ ლუთერ კინგმა, ვაშინგტონში ასი ათასობით თავშეყრილი ადამიანის წინაშე გამოსვლისას. მან ამერიკელებს მძაფრად გაუღვივა თანასწორობისთვის ბრძოლის წყურვილი.

გასული საუკუნის ორმოცდაათიან და სამოციან წლებში კინგი ძალზე ცნობილი ფიგურა გახდა. იგი მშვიდობიანი გზით ბრძოლას ქადაგებდა და სეგრეგაციისა და რასობრივი დისკრიმინაციის გაუქმებებისკენ მიმართულ მრავალ საპროტესტო აქციასა და ბოიკოტში იღებდა მონაწილეობას:

“იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ სიკვდილის ფასადაც, რომ დაჯდომოდათ აქ არ მოგვიშვებენ. ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით და ალაბამას შტატის ძალაუფლებას ვუპირისპირდებით და ვაცხადებთ, რომ ვერავინ გვაიძულებს უკან დახევას”. ეს სიტყვები კინგმა ალაბამაში მოწყობილი საპროტესტო სვლის დროს წარმოთქვა.

ეს დემონსტრაციები ძალზე მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო უფლებების მოპოვებისკენ მიმართული იმ მოძრაობისთვის, რომლის დამსახურებითაც შავკანიანებმა და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებმა თეთრებთან მათი გამათანასწორებელი კანონმდებლობის მიღებას მიაღწიეს.

მარტინ ლუთერ კინგის დღე შეერთებულ შტატებში ეროვნული დღესასწაულია და ყოველწლიურად აღინიშნება.

1987 წელს კურტ შმოკი ქალაქ ბალტიმორის პირველ შავკანიან მერად აირჩიეს. იგი აღნიშნავს, რომ წლევანდელ პირველად არჩევნებში შავკანიანი სენატორი და ყოფილი პირველი ლედი, სენატორი ქალი იღებენ მონაწილეობას. მისი თქმით ის, რომ ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს ლიდერობენ სწორედ იმ პროცესის ნაყოფია, რომელიც ამერიკაში უკვე ორმოცი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

“ის საკითხი, რომელიც წელს წამოიჭრა ისაა მივაღწიეთ თუ არა მიზანს? მივაღწიეთ თუ არა იმას, რომ ადამიანები მათი კანის ფერით კი არა, მათი პრინციპების, იდეებისსა და ხასიათის მიხედვით განვსაზღვროთ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გავიხსენოთ ის რასაც დოქტორი კინგი

ქადაგებდა. ის კი ამბობდა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციის იდეალები იგნორებული იყო”. სთქვა ბატონმა შმოკმა.

1968 წლის 4 აპრილს ოცდაცხრამეტი წლის მარტინ ლუთერ კინგი ტენესის შტატის ქალაქ მემფისში გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთი დღით ადრე მან აღიარა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ იგი ამბობდა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილს მილიონების იმედის გაქარწყლება არ უნდა ძალუძდეს:

“მე აღთქმული მიწა დავინახე. შესაძლებელია რომ მე იქ თქვენთან ერთად ვერ მოვხვდე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ საბოლოოდ ჩვენ ამ მიწამდე მივაღწევთ. დრეს მე ძალზე ბედნიერი ვარ. არაფერი მადარდებს და არავისი არ მესინია. მე ღმერთის მოსვლის სიდიადე ვიხილე”. თქვა მასინ მარტინ ლუთერ კინგმა.

XS
SM
MD
LG