ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შეტაკებას ჰქონდა ადგილი


ერაყში, კერძოდ ბასრასა და ნასირიაში შიიტ მუსლიმებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი.

თვითმხილველთა თქმით მსხვერპლი არ არის. შეგახსენებთ რომ შიიტთა რელიგიური დღესასწაულის აშურას გამო ბაღდადსა და დიალას პროვინციაში ათი დღის განმავლობაშია შემოღებული კომენდანტის საათი. წარსულში ამ დროს არაერთხელ მომხდარა შეტაკებები.

გუშინ ქალაქ ბაქუბას შორიახლოს განლაგებულ შიიტთა მეჩეთთან განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა 9, ხოლო დაიჭრა 14 კაცი. ათასობით შიიტი მომლოცველი ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან შიიტთა წმინდა ქალაქ კარბალაში იკრიბება. შიითი მუსლიმები ამდღესასწაულის განმავლობაში იხსენებენ ქრისტესშობიდან მეშვიდე საუკუნეში ქალაქ კარბალაში მომხდარ ბრძოლას რომელშიც მუჰამედის შვილიშვილი ალი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG