რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები მიტ რომნი და ჯონ მაკკეინი ლიდერობისთვის ებრძვიან ერთმანეთს. არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი კი, როგორც ფიქრობენ მესამე ადგილს დასჯერდება. რომნიმ და მაკკეინმა გუშინდელი დღე თითქმის მთლიანად ამომრჩევლებთან შეხვედრებში გალიეს. ორივე კანდიდატი მიჩიგანის შტატის ეკონომიკის გაუმჯობესების პირობას დებს: “მე მიჩიგანის აღორძინება მწადია. მე გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნები და არ ვიწუწუნებ, რომ ძალზე სამწუხაროა ის, რომ ძალზე ცუდია ის რაც მიჩიგანში ხდება, რომ საავტომობილო ინდუსტრიის პრობლემებზე და სამუშაო ადგილების შემცირებაზე ძალზე ვწუხვარ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია. თუ პრეზიდენტი გავხდი მე აქტიურად ვეცდები, რომ მიჩიგანი ავაღორძინო”. განაცხადა მიტ რომნიმ. რომნი მიჩიგანში დაიბადა და მამამისი ამ შტატის გუბერნატორი იყო ექვსი წლის განმავლობაში. თუმცა სენატორი ჯონ მაკკეინიც მსგავს პირობებს იძლევა: “მე დავეხმარები ამ შტატს და ამ დახმარების აღმოჩენას ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაქცევ” სთქვა ამომრჩევლებთან შეხვედრისას სენატორმა.
დღეს მიჩიგანის შტატში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო შიდაპარტიული არჩევნების ტური ტარდება.
პოპულარული
1