როგორც ამ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონასტრაციის დარბევის ფაქტმა დასავლეთში შოკი გამოიწვია. საპროტესტო გამოსვლების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის უუნარობა კონსტრუქციული მიდგომა გამოეყენებინა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების მოთხოვნაზე გამჭირვალებაზე და ოფიციალური პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიების მოთხოვნაზე.
ორგანიზაცია საქართველოს დასავლელ მეგობრებს მოუწოდებს ზეწოლა მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე რათა მან მისი მზარდი ავტორიტარული გეზი შეცვალოს. აშშ-მა ხაზგასმით უნდა განაცხადოს რომ იგი მხარს უჭერს დემოკრატიულ პირნციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ რეჟიმს. საკმარისი არ არის იმის თქმა რომ თუ არჩევნები თავისუფალი და გამჭირვალე იქნება საქართველო დემოკრატიის გეზს დაუბრუნდება. ყურადღების მიღმა აღარ უბდა დარჩეს მწვავე პრობლემები რომლებიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, კორუფციასთან, მასობრივი ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასთან და სხვა, ნათქვამია დოკუმენტში.
კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ნატოს წევრ სახელმწიფოებს რეკომედნაციებს აძლევს ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე სხვადასხვა კუთხით მათ შორის საქართველოსადმი დახმარების მიწოდების განსაზღვრული პირობების დაკმაყოფიელბის კუთხითაც თუ სიტუაცია არ გამოსწორდა. დასავლელმა პარტნიორებმა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის საქართველოსადმი შეთავაზებამდე მკაცრად უნდა გააკონტროლოს ის რომ საქართველო მართლაც ასრულებს ნატოს მოთხოვნებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფელების, კანონის უზენასეობისა და პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. საგულისხმოა რომ დოკუმნეტში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მთავრობასაც აძლევენ რეკომენდაციებს. კერძოდ მან უნდა გადადგას ნაბიჯები რათა გააუმჯობესოს ურთიერთობა საქართველოსთან, უნდა მოხსნას ეკონომიური ემბარგო და შეწყვიტოს რუსეთში ქართველთა დისკრიმინაცია.