ა
ვღანეთის თავადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანეთისა და ნატოს სამხედრო ძალებმა, ჰელმანდის პროვინციის ქალაქ მუსა ყალასთან ასობით თალიბი გაანადგურეს, მრავალი კი მწყობრიდან გამოიყვანეს ან დააპატიმრეს. სამინისტროს პრეს-მდივანმა ზაჰირ აზიმიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოკლულთა შორის თალიბთა რამდენიმე საველე მეთაური და უცხოელი მებრძოლია. ჯერ ჯერობით დარუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენე მიმდინარეობს. პრესმდივნის თქმით, ნატოსა და ავღანეთის ძალებმა აგრეთვე მუსა ყალას მიდამოებში მდებარე სანგინის მთებში თალიბთა შეხვედრის ადგილი დაბომბეს. ამ ინფორმაციით ამ შემთხვევაშიც მრავალი თალიბია განადგურებული. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ დღეს ურუზგანის პროვინციაში მომხდარ ნაღმის აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ექვსი კაცი.
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციასი მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის შედეგად ასობით თალიბია განადგურებული
პოპულარული
1