ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ბაღდადის საპყრობილეზე


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადში მდებარე საპყრობილეზე ნაღმსატყორცნის მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმას შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოცდასამი კაცი.

ამ ფონზე ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბაღდადის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე მომხდარი ხანძარი, შემთხვევითი ინციდენტია და არა თავდასხმის შედეგი, როგორც ეს მანამდე განაცხადეს.

ამერიკელების თქმით, ჯარისკაცებმა, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე მივიდნენ დაადგინეს, რომ ხანძარი ნავთობსადენის აფეთქებამ გამოიწვია. ამ ინფორმაციის თანახმად კოალიციის მებრძოლებმა და ავარიული მდგომარეობის მაშველებმა ხანძარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ კი განაცხადა, რომ ამერიკელი და ირანელი ეხსპერტები, ერაყის უშიშროების სიტუაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 18 დეკემბერს დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG