ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ვაშინგტონს ჯაშუშობაში დასდო ბრალი


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოთაკიმ შეერთებულ შტატებს ჯაშუშობაში დასდო ბრალი, მას შემდეგ რაც ამერიკულმა დაზვერვამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საკუთარი მონაცემები გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის რობერტ გეთსის განცხადებით ირანი კვლავაც რჩება შეერთებული შტატების მთავარ მეტოქედ ახლო აღმოსავლეთში მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით თეირანმა 2003 წელს შეაჩერა საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარება.

ბაჰრეინში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე რობერტ გეითსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა ამ ქვეყანამ დათმოს საკუთარი ბირთვული ამბიციები და აღარასოდეს არ განაახლოს ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა.

თავის მხრივ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები გააგრძელებენ ირანზე ზეწოლას თუ თეირანი არ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამას.

XS
SM
MD
LG