ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ერაყში იმყოფება


აშშ თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ერაყში იმყოფება იქ უშიშროების სიტუაციის პროგრესის შეფასების მიზნით. ავღანეთში ვიზიტის შემდეგ გეითსი ერაყის ჩრდილოეთის ქალაქ მოსულში დღეს ჩაფრინა აშშ სამხედრო მეთაურებთან შესახვედრად. აშშ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბატონ გეითს თავად უნდა დარწმუნდეს ერაყში არსებულ პროგრესში იქ ბოლოს სამი თვს წინ ყოფნის დღიდან. სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მინისტრი ასევე შეხვდება ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ მინისტრს ნური ალ მალიკის და მოისმენს მათ შეფასებებს არსებული სიტუაციისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ. ამ ფონზე, ქალაქებში მოსულში, ბაქუბასა და კირკუკში რვა ადამიანი დაიღUპა მანქანების აფეთქებების შედეგად.
XS
SM
MD
LG