ერაყის უშიშროების ძალებმა ათობით ადამიანი დააპატიმრეს მათ შორის წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსის ვაჟი, რომლის ოფისთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ორი ავტომანქანა აღმოაჩინეს.
ადნან ალ დულაიმის განცხადებით, პოლიციამ დღეს დილით განახორციელა რეიდი მის სახლში და 30მდე ადამიანი დააპატიმრა. სუნიტი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ პოლიციის განცხადება მისი ოფისის ტერიტორიაზე ორ მანქანაში დამონტაჟებული ბომბების აღმოჩენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება რადგან ავტომობილები ამ ტერიტორიის გარეთ იტვნენ გაჩერებულები.
დულაიმი გავლენიანი სუნიტი პოლიტიკოსია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ერაყის პრემიერ მინისტრის პოლიტიკას.