ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს  მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა


ავსტრიაში მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო დღეს, ორი მხარის წარმოამადგენლებმა ვერ მიაღწიეს თანხმობას. ამ ფონზე, ბელგრადი კოსოვოს ალბანურ უმრავლესობას ფართო ავტონომიას სთავაზობს, სახელმწიფოებრიობის ბევრი ელემენტის დაცვით, თუმც სერბეთს ტერიტორიულ საფუძველზე სუვერენიტეტის შენარჩუნება სურს. კოსოვოს პრეზიდენტმა ფატმირ სეჟდიუმ განაცხადა, რომ პროვინცია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს უმოკლეს ვადაში. სერბეთის პრეზიდენტმა ტადიჩმა, კი განაცხადა, რომ ბელგრადი ყველა იურიდიულ და დიპლომატიურ მექანიზმს გამოიყენებს ამ მიზნის ხელშესაშლელად.

XS
SM
MD
LG