როგორც პოლონური ყოველდღიური გაზეთი “ვიბორშჩა” აცხადებს, ევროკავშირმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება ადამ მიხნიკი ჩაუდგეს სათავეში ძალისხმევას თვალყური ადევნონ საქართველოში საინფორმაციო საშუალებების თავისუფლებასა და საქართველოს მთავრობის მხრივ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დაცვას. მეთვალყურის გამოყოფაზე ოფიციალური თხოვნა საქართველოდან ამ რამოდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. მიხნიკი წარსულში "სოლიდარობის" აქტივისტი იყო. იგი საქართველოს ხვალ გაემგზავრება.