ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერ მინისტრს არჩევნების ჩატარება მთავარ მოვალეობად მიაჩნია


ლიბანის პრემიერ მინისტრ ფუად სინიორამ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის დასრულება. ლიბანის პარლამენტმა გუშინ, ვერ შესძლო ქვეყნის ახალი მეთაურის დანიშნვა. პრეზიდენტმა ლაჰუდმა, თანამდებობიდან წასვლამდე ადრექვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ლიბანის არმიას ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა დაავალა. ლაჰუდმა პრეზიდენტის პოსტი გუშინ, საღამოს ათ საათზე დატოვა--ზუსტად მაშინ, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. ლიბანის პრემიერ მინისტრი ფუად სინიორა აცხადებს, რომ ამჟამად არანაირი საჭიროება არ არის საგანგებო მდგომარეობის არსებობისა. თუმცა მან აქვე დასძინა, რომ ქვეყნის არმია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქუჩების პატრულირებას გაააგრძელებს. ამ ფონზე, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში არეულობა არ ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG