ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განდევნილი ლიდერი პაკისტანში რამდენიმე დღეში დაბრუნდება


პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის ასისტენტი აცხადებს, რომ განდევნილი ლიდერი პაკისტანში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

შარიფის პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი დღეს საუდის არაბეთის მეფე აბდულას ბოლოჯერ ხვდება.

ბატონმა შარიფმა პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის მიერ საგანგებო მდგომარეობის დაწესება გააკრტიკა და ამასთანავე, პაკისტანელებს მოუწოდა მუშარაფის რეჟიმის წინააღმდეგ აიმაღლონ ხმა.

გენერალმა მუშარაფმა ნავაზ შარიფი 1999 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად გააძევა. მას, თავიდან, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მუშარაფმა მას შემდეგ ნება დართო გადასახლებაში გამგზავრებულიყო იმ პირობით რომ შარიფი პაკისტანს 10 წლით დატოვებდა.

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოსამართლეები შედიან, დღეს დაადგინა, რომ მუშარაფის გადაწყვეტილება-საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და საკონსტიტუციო მმართველობის გაუქმების შესახებ--კანონიერი იყო.

XS
SM
MD
LG